X

შეხვედრები და დისკუსიები

პანელური დისკუსია „უბლოკო სტატუსი” - რას ნიშნავს ის საქართველოსთვის?“

2016 / 09 / 23

2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პანელური დისკუსია „უბლოკო სტატუსი” - რას ნიშნავს ის საქართველოსთვის?“.
დისკუსიაზე მომხსენებლებად წარსდგნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თორნიკე თურმანიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე. დისკუსიას უძღვებოდა სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. 
ღონისძიების მსვლელობისას მომხსენებლებმა იმსჯელეს იმ შესაძლო სცენარებზე, რომელიც განვითარდება საქართველოს მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების შემთხვევაში და განიხილეს ე.წ. „უბლოკო სტატუსის“ მქონდე სხვა ქვეყნების მაგალითები. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა საინტერესო კითხვა-პასუხი მომხსენებლებსა და დასწრე აუდიტორიას შორის.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.