X

შეხვედრები და დისკუსიები

ავსტრიის წითელი ჯვრის წარმომადგენლების ვიზიტი

2016 / 12 / 05

2016 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა შეხვედრა ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილსა და ავსტრიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმთან თანამშრომლობის კუთხით. დიალოგის შედეგად გამოიკვეთა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები , როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფორუმსა და ავსტრიის პლატფორმას შორის, ასევე  საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და ავსტრიის პლატფორმას შორის.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრი. ხოლო  კახა გოგოლაშვილი თავმჯდომარეობს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმას. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.