X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია "ქართულ-ამერიკული ურთიერთობები - დასაწყისი და განვითარება"

2016 / 12 / 27

2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა დისკუსია თემაზე „ქართულ-ამერიკულ ურთიერთობები - დასაწყისი და განვითარება“.

დისკუსიას გაუძღვა სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მომხსენებლები და მოკლედ გააცნო დისკუსიის მიზანი.

ძირითადი მოხსენებით მსმენელის წინაშე წარსდგნენ საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე და ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორი არჩილ გეგეშიძე. მომხსენებლებმა განიხილეს საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის ისტორიული კონტექსტი.  თედო ჯაფარიძემ და ირაკლი მენაღარიშვილმა მოკლედ მიმოიხილეს  საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების პირველი ნაბიჯები 1990-იანი წლების დასაწყისში.

მომხსენებლებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოში ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებული არაერთი პროგრამის მნიშვნელობას, რომელთაც ხელი შუწყვეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და  ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას. მათ ასევე ისაუბრეს ამერიკაში მიმდინარე მოვლენებზე და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულ აუდიტორიასა და მომხსენებლებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.

ეს დისკუსია არის პირველი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის შესახებ დაგეგმილი პრეზენტაციების  ციკლის ფარგლებში. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.