X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშეს და სამხედრო აკადემიის წარმომადგენელთან

2017 / 01 / 24

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს სტრატეგისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა შეხვედრა ფონდის ევროპული კვლევების დირექტორ კახა გოგოლაშვილს, უფროს მეცნიერ-თანამშრომელს გიორგი ბადრიძესა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშეს დევიდ ეთელსა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიის წარმომადგენელს გაი ბალმერს შორის.

შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა მხარეებს გააცნეს ფონდის ძირითადი საქმიანობა, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც - ფონდის მეცნიერ-თანამშრომლები  დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიის კურსანტებისთვის წაიკითხავენ ლექციებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის, ამასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და სხვა თემებზე. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.