X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

2017 / 02 / 01

2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეხვედრა აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

შეხვედრის მიზანი იყო ე.წ. Chatham House-ის ფორმატში პოლიტიკურად დამოუკიდებელ ანალიტიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება. შეხვედრას უძღვებოდნენ ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი და ფონდის ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მერაბ კაკულია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აუდიტორიის წინაშე წარსდგა პრეზენტაციით თემაზე მონეტარული პოლიტიკის ფორმირება საქართველოში და დაწვრილებით მიმოიხილა მონეტარული პოლიტიკის მიზანი, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეფინანსირების სესხების დინამიკას და საბანკო სექტორის ლიკვიდობის პროგნოზირებასა და მართვას.

პრეზენტაციის ბოლოს კობა გვენეტაძემ უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის, ფინანსური სექტორის სტაბილურობის, ბანკების არაპროფილური აქტივების რეგულირებისა და ეკონომიკის დედოლარიზაციის შესახებ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.