X

შეხვედრები და დისკუსიები

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა

2017 / 02 / 17

2017 წლის 17 თებერვალს ბრიუსელში, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა.

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა აერთიანებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს და საშუალებას აძლევს საქართველოსა თუ ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს მონიტორინგი გაუწიონ შეთანხმების განხორციელებას და საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის შეიმუშაონ რეკომენდაციები.

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა შედგება ცხრა  წევრისაგან, რომლებიც არიან როგორც ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტისა და ფართო ევროპული სამოქალაქო საზოგადოების ქსელის, ისე  საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პლატფორმის მეორე შეხვედრა გახსნეს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა და პლატფორმის თანათავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა და პლატფორმის მეორე თანათავმჯდომარემ, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა ანდრეი ადამჩიკმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შეფასებები სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგინა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე, მედიის თავისუფლება/აუდიოვიზუალური მედიის განვითარება და სხვა. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა პლატფორმის სამომავლო სამუშაო განაწესი და მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს http://www.eesc.europa.eu/?i=portal.en.events-and-activities-eu-georgia-02

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.