X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია თემაზე „ინფორმაციის, ახალი ამბებისა და მედიის მომავალი“

2017 / 03 / 28

2017 წლის 28 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე „ინფორმაციის, ახალი ამბებისა და მედიის მომავალი“.

დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო ვაშინგტონის საერთაშორისო დიპლომატიური აკადემიის აღმსრულებელი დირექტორი და  “Financial Times”-ისა და “Washington Times”-ის ყოფილი კორესპონდენტი ნიკოლას კრალევი. მან ილაპარაკა, თუ როგორ აისახება სოციალური მედია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები ახალი ამბების მოპოვების, მისი შინაარსის შექმნისა და ინფორმაციის გავრცელების მომავალზე. მომხსენებელმა  იმსჯელა, თუ რა სახის გამოწვევების წინაშე აყენებს მცდარი ინფორმაცია ლეგიტიმურ მედიაორგანიზაციებსა და საზოგადოებას და თუ რა გავლენას ახდენს ეს უკანასკნელი ისეთ  ჟურნალისტურ ღირებულებებზე, როგორიცაა ობიექტურობა, სანდოობა და ნდობა.

დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საექსპერტო წრის წარმომადგენლები, ყოფილი დიპლომატები და მკვლევრები. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.