X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია „საქართველო-დიდი ბრიტანეტის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები - სამომავლო პერსპექტივები“

2017 / 04 / 14

2017 წლის 13 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა დისკუსია: „საქართველო-დიდი ბრიტანეტის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები - სამომავლო პერსპექტივები“.

დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოში დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჯასტინ მანკენზი სმითი, ხოლო დისკუსიას ხელმძღვანელობდა რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი 2009-2013 წწ.-ში გიორგი ბადრიძე.

დისკუსია ეძღვნებოდა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელიც უკვე 25 წელს ითვლის. ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმითმა ისტორიულ ჭრილში მიმოიხილა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობები, ასევე ხაზი გაუსვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით ბრიტანეთის მუდმივ მხარდაჭერას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. 

დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, მედიისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, დაისვა საინტერესო შეკითხვები და გაიმართა დისკუსია მომხსენებლებსა და აუდოტირიას შორის.

იხილეთ დისკუსიის ამსახველი ვიდეო. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.