X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია „ახლო აღმოსავლეთი - გამოწვევები დღეს“

2017 / 11 / 16

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მორიგი საჯარო დისკუსია ახლო აღმოსავლეთში არსებული გამოწვევების შესახებ.

დისკუსიას უძღვებოდა სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი მანაღარიშვილი, ხოლო აუდიტორიის წინაშე მომხსენებლებად წარსდგნენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ბატაშვილი და აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი.

მომხსენებლებმა იმსჯელეს ისლამური სახელმწიფოს ე.წ დაეშის მარცხის შედეგად ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების, რეგიონში სექტარიანული დაპირისპირების,  ერაყის ქურთისტანის სამხედრო და პოლიტიკური ვითარების, ახლო აღმოსავლეთში  საუდის არაბეთს, თურქეთსა და ირანს შორის ურთიერთობების, მათი საგარეო პოლიტიკის და ასევე ევროკავშირისა და ამერიკის როლისა და არსებულ მიმდინარე კონფლიქტებში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ.

დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, მედიისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, დაისვა საინტერესო კითხვები და გაიმართა დისკუსია მომხსენებლებსა და აუდოტირიას შორის. ღონისიძიება ჩატარდა დაგეგმილი საჯარო დისკუსიების სერიის ფარგლებში, რომელიც ეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.