X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია "მოვლენები ირანში - შედეგები კავკასიისათვის"

2018 / 01 / 17

2018 წლის 16 იანვარს რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მორიგი საჯარო დისკუსია, რომელიც შეეხებოდა ირანში მიმდინარე მოვლენებს.

დისკუსიას  უძღვებოდა სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი, ხოლო მომხსენებლები იყვნენ  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 2004-2009 წწ.-ში ლევან ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი და ირანისტი ნიკოლოზ ნახუცრიშვილი და  აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი.

მომხსენებლებმა მიმოიხილეს ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ვითარება, იმსჯელეს ირანში დღეს მიმდინარე მოვლენების შესახებ და იმ გავლენაზე, რაც შეიძლება ამ მოვლენებმა იქონიოს კავკასიის რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე. მსჯელობა მოიცავდა საქართველო-ირანის ურთიერთობებს დასაწყისიდან დღემდე.

დისკუსიას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა  და მომხსენებლებსა და აუდოტირიას შორის გაიმართა მსჯელობა. ღონისიძიება ჩატარდა დაგეგმილი საჯარო დისკუსიების სერიის ფარგლებში, რომელიც ეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.