X

შეხვედრები და დისკუსიები

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ვიზიტი რონდელის ფონდში

2018 / 03 / 28

2018 წლის 28 მარტს რონდელის ფონდში გაიმართა შეხვედრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის (LSE Grimishaw International Relations Club) სტუდენტებსა და რონდელის ფონდის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომლებმა პროფ. ვლადიმერ პაპავამ, გიორგი ბადრიძემ და შოთა უტიაშვილმა მიმოიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და გამოწვევები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს.

მომხსენელებმა უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითვებს.

სტუდენტები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვა უწყებების ხელმძღვანელებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.