X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია „ევროპული უსაფრთხოება 2018 წელს - ბალტიის ქვეყნების ხედვა“

2018 / 03 / 29

2018 წლის 29 მარტს რონდელის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია „ევროპული უსაფრთხოება 2018 წელს - ბალტიის ქვეყნების ხედვა“. დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2014-2016 წწ.) ტაავი როივასი და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი ეკე ნომი.

მომხსენებლებმა ილაპარაკეს 2018 წლის ევროპული უსაფრთხოების ძირითადი მოვლენებსა და გამოწვევებზე, იმსჯელეს ეუთოს, ნატოსა და ევროკავშირის როლზე ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების არსებული გარემოს შეცვლის საქმეში,  ქართულ აუდიტორიას გაუზიარეს ესტონეთის გამოცდილება უსაფრთხოების, სამხედრო, ელ.მმართველობისა და ელ. ვაჭრობის სფეროების შესახებ და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნულ სფეროებში საქართველოსა და ესტონეთს შორის შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე.

დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

მომხსენებლებმა უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.