X

შეხვედრები და დისკუსიები

ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი

2018 / 06 / 08

2018 წლის 8 ივნისს რონდელის ფონდმა უმასპინძლა ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული დემოკრატიული განათლების კლუბის (The Democratic Education Network (DEN)) სტუდენტებს. 

სტუდენტებს შეხვდნენ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე და ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. მათ სტუდენტებს გააცნეს  ფონდის მისია და საქმიანობა, ისაუბრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის, რეგიონის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. 

შეხვედრა ჩატარდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და რონდელის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კლუბის წევრები ასევე ხვდებიან სხვადასხვა სამინისტროების, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 


//

On June 8, 2018 Rondeli Foundation hosted the group of students from the Democratic Education Network (DEN)), a flagship of the Department of Politics and International Relations, Westminster University, London.

Amb. Giorgi Badridze, the Senior Fellow and Kakha Gogolashvili, the Director of EU Studies Center at Rondeli Foundation briefed the student on the mission and the activities of the Foundation, the geostrategic importance of Georgia, security of the region, priorities of foreign policy and Euro-Atlantic aspirations of Georgia.

The meeting was co-organized by St. Andrew the First-Called Georgian University of the Patriarchate of Georgia and Rondeli Foundation.

In the framework of the visit to Georgia, the students also have meetings with the representatives of governmental, international and non-governmental organizations.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.