X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო ლექცია "საიმედო კიბერ ეკოსისტემის შექმნა"

2018 / 06 / 09

2018 წლის 8 ივნისს რონდელის ფონდისა და კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „საიმედო კიბერ ეკოსისტემის შექმნა". ლექცია წაიკითხა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ ტიკმა.

მომხსენებელმა ისაუბრა ესტონეთის კიბერუსაფრთხოების სისტემის,  2007 წლის კიბერთავდასხმის,  კიბერსისტემის განვითარებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

ლექციას ესწრებოდნენ მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრისა და მედიის წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.