X

შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა - ”სამხრეთ კავკასია ცვალებად ევროპაში”

2004 / 07 / 03

2004 წლის 2 ივლისს სოფიაში, ბულგარეთი, დაიწყო სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივის მეორე პლენარული შეხვედრა. შეხვედრა იმართება ეუთოში ბულგარეთის საპრეზიდენტო ეგიდით და კონფლიქტებისა და სახელმწიფოს მშენებლობის ლონდონის საინფორმაციო ქსელის მხარდაჭერით.  პლენარულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს. აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტარები. კრების ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა დისკუსია - ”სამხრეთ კავკასია ცვალებად ევროპაში”

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები და მეცნიერები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან და ბულგარელი აკადემიკოსები. შეხვედრის მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე ექსპერტების აზრთა გაცვლა იყო. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროკავშირში ინტეგრაციის პესრსპექტივას. მოცემული საკითხი ფართოდ განხილვადი გახდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩაერთნენ.

ერთ-ერთმა მომხსენებლმა, არჩილ გეგეშიძემ, წაიკითხა ლექცია თემაზე ”ევროკავშირი- სამხრეთ კავკასია: რეგიონალური მიდგომის დადებითი და უარყოფითი მხარეები”. მან განიხილა ის ფაქტორები, რომელიც ხელს უშლის რეგიონის დაახლოებას ევროპასთან და ისაუბრა იმ ახალ მიმართულებებზე, რომელსაც შეუძლია ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. არჩილ გეგეშიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში დემოკრატიული რეფორმების დაჩქარების მნიშვნელობაზე,  კონფლიქტების საკითხის გადაწყვეტის და  რუსეთის ბაზების გასვლის აუცილებლობაზე. გეგეშიძის მოხსნებისას დამსწრე საზოგადოებამ მეტი ინტერესი გამოხატა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაციის ინდივიდუალური, ასიმეტირული და ერთობლივი ფორმების საშუალებები და ვალდებულებები; ინტეგრაციის მიღწევის ალბათობა და პოლიტიკური კუთხით მისი დადებითი და ნეგატიური მხარეები. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.