X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია "ესტონეთი და საქართველო: ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერება"

2018 / 09 / 27

2018 წლის 26 სექტემბერს რონდელის ფონდისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი ორგანიზებით  საჯარო დისკუსია “ესტონეთი და საქართველო: ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერება“ გაიმართა.

დისკუსიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მეჰკელსონი და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი ეკე ნომი.

მომხსენებლემბა ისაუბრეს საქართველო-ესტონეთს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლო გზებზე და აუდიტორიას გაუზიარეს ნატოსა და ევროკავშირში ესტონეთის გაწევრიანების გამოცდილება.

დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.