X

შეხვედრები და დისკუსიები

ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი

2018 / 10 / 12

12 ოქტომბერს რონდელის ფონდმა უმასპინძლა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს.

სტუდენტებს შეხვდნენ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარები გიორგი ბადრიძე და შოთა უტიაშვილი, რომელთაც გააცნეს ფონდის მისია და საქმიანობა და ისაუბრეს საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის, რეგიონის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ასევე, საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრა ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და რონდელის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.