X

შეხვედრები და დისკუსიები

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ვიზიტი

2004 / 06 / 30

2004 წლის 3 ივნისს  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა  კენეტ იალოვიტცს, საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს. ელჩი თბილისს ეწვია, რათა დასწრებოდა დანაშაულისა და კორუფციის ტრანსნაციონალური ცენტრის (TraCCC ) მიერ ორგანიზბულ ორდღიან კონფერენციას. კონფერენციის მთავარი თემა იყო საქართველოში ფულის გათეთრების, ‘თეთრსაყელოებიანი’ დანაშაულისა და კორუფციის საკთხები.

ფონდის მეცნიერ-თანამშრომლებთან შეხვედრის დროს ელჩმა იალოვიტცმა ისაუბრა საქართველოში თავის სამუშაო მოღვაწეობაზე 1998-2001 წლებში. საუბრისას მან გააჟღერა საკუთარი მოსაზრებები საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებზე და გამოკვეთა ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანას მომავალში ელის. ელჩის თქმით აშშ-ში საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნოს საზღვარფარეთ მისდამი ასეთი დამოკიდებულება, აგრეთვე ქვეყნის შიგნით ხალხის ენთუზიაზმი და დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდება. კორუფციასთან ბრძოლის განხილვის დროს, ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ში წუხილი გამოთქვეს ამ მიმართულებთ გამოყენებული ზოგიერთი, გარკვეულწილად მჩაგვრელი, ზომების შესახებ.  მოცემულ სფეროში თავისი წვლილის შესატანად, ელჩი იალოვიტცი შეუერთდა TraCCC -ს, რომელიც საქართველოში სხვადასხვა სფეროში კორფუციის შემთხვევების აღწერს და ანალიზს უკეთებს.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. დისკუსიაში ასევე მონაწილეოაბდა თედო ჯაფარიძე, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თავჯდომარე.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ელჩი კენეტ იალოვიტცი საქართველოს ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ფორუმის მიზანია საქართველოს დაეხამროს ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, ადამიანების უფლებების დაცვაში და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საჯარო დისკუსიების გამართვით ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.