X

შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა „ჰიბრიდული გამოწვევები - ფინეთისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება“

2019 / 03 / 13

2019 წლის 12 მარტს რონდელის ფონდისა  და საქართველოში ფინეთის ელჩის ოფისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „ჰიბრიდული გამოწვევები - ფინეთისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება“.

შეხვედრა გახსნეს ფონდის  პრეზიდენტმა და ფინეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა საქართველოში ეკა მეტრეველმა და ფინეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არია მაკონენმა.

ღონისძიება მიეძღვნა ფინეთისა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების, ჰიბრიდული საფრთხეების წარმატებით მოგერიებისა და სტრატეგიის შემუშავების საკითხების განხილვას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.