X

შეხვედრები და დისკუსიები

ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრა

2019 / 09 / 14

რონდელის ფონდში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეხუთე შეხვედრა.

ღონისძიება გახსნეს პლატფორმის თანათავმჯდომარეებმა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა იშტვან კომოროჟსკიმ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი არჩილ ყარაულაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებსა და მომავალზე, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და მიგრანტთა უფლებებზე. მონაწილეებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა დაფუძნებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისა და პარლამენტებისთვის.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.