X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 21 თებერვალი

2020 / 02 / 21

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • შედგა სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის, სადაც მხარეებმა ისაუბრეს იდლიბის პროვინციაში შექმნილ სიტუაციაზე. მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ განაგრძობენ კონტაქტს ამ საკითხზე. ამ ფარგლებში შესაძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება რუსულ და თურქულ დელეგაციებს შორის;
  • მანამდე ერდოღანმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ მერკელთან;
  • თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაირაბის მიმართულებით ჩატარებულ ოპერაციას შეეწირა 2 თურქი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე, ხოლო 5 ჯარისკაცი დაიჭრა;
  • თურქეთი აგრძელებდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას სირიის იდლიბის პროვინციაში;
  • ანკარამ ნება არ მისცა რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს სირიაში ჩასასვლელად გამოეყენებინათ თურქეთის საჰაერო სივრცე;
  • ასადის რეჟიმის ძალები და რუსული ავიაცია განაგრძობდნენ ოპოზიციის ნაწილების დაბომბვას იდლიბის პროვინციაში;
  • თავის მხრივ, თურქული არტილერია განაგრძობდა ასადის რეჟიმის ძალების დაბომბვას;
  • რუსეთმა თურქეთს მოუწოდა შეწყვიტოს იდლიბის პროვინციაში მოქმედი მებრძოლების მხარდაჭერა;
  • სირიაში მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე თურქული ლირა განაგრძობდა დევალვაციას. 1 აშშ დოლარის ფასი 6,12 თურქული ლირა გახდა;
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.