X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 27 თებერვალი

2020 / 02 / 27

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • რუსულმა სამხედრო ავიაციამ იდლიბის პროვინციაში დაბომბა თურქული კოლონა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 20 თურქი სამხედრო მოსამსახურე;
  • თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ნაწილებმა დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქ. სარაქიბი, სადაც ერთდება ალეპო-დამასკოსა და ალეპო-ლატაკიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ამგვარად, ოპოზიციამ გადაკეტა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია;
  • ასადის რეჟიმის ძალებმა შეძლეს მნიშვნელოვანი ტერიტორიებისა და დასახლებული პუნქტების დაკავება იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში;
  • ანკარაში გრძელდება რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები სირიის საკითხებზე. ჯერჯერობით, მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია;
  • ოფიციალურმა კრემლმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ გეგმავს შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტთან;
  • თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის გარეშე ასადის რეჟიმი მალევე დაემხობოდა. მისი სიტყვებით, თურქეთი გააგრძელებს ბრძოლას სირიაში;  
  • თურქული ლირა განაგრძობდა დევალვაციას. 1 აშშ დოლარის ფასი 6,17 თურქული ლირა გახდა.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.