X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 28 თებერვალი

2020 / 02 / 28

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • რუსული სამხედრო ავიაციის მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ოფიციალური მონაცემებით, შეეწირა 33 თურქი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე. კიდევ 37 თურქი ჯარისკაცი დაჭრილია;
  • შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა თურქეთის ერდოღანმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. თურქული მხარის განცხადებით, ისინი მკაცრ ზომებს მიიღებენ ასადის რეჟიმისა და მისი „წამქეზებლების“ წინააღმდეგ;
  • შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის. თურქული მხარის განცხადებით, თურქული და რუსული დელეგაციები განაახლებენ შეწყვეტილ მოლაპარაკებებს. ასევე, უახლოეს ხანში იგეგმება პრეზიდენტების ერთიერთზე შეხვედრაც;
  • ოფიციალურმა ანკარამ დახმარებისთვის ნატოს მიმართა. საგანგებო შეკრების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთს და დაგმო თურქ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმა;
  • იდლიბის პროვინციაში გრძელდებოდა ინტენსიური ბრძოლები. ასადის რეჟიმის ძალებმა დამატებითი ტერიტორიები და დასახლებული პუნქტები დაიკავეს იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში;
  • ანკარის განცხადებით, სირიელი ლტოლვილებისთვის გაიხსნა საზღვრები ევროპისთან. შედეგად, ასეულობით ლტოლვილი დაიძრა საბერძნეთისა და ბულგარეთის მიმართულებით. თუმცა, ამ ქვეყნების მესაზღვრეებმა ლტოლვილებს არ მისცეს საზღვრის გადაკვეთის საშუალება;
  • სამხედრო ესკალაციის პარალელურად თურქული ლირა განაგრძობდა დევალვაციას. 1 აშშ დოლარის ფასი 6,25 თურქული ლირა გახდა. 
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.