X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 18

„საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ ამონარიდს 1918 წლის 18 მაისს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

1918 წლის მაისში, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების სამზადისში იყო და 26 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება სულ უფრო გარდაუვალი ხდებოდა, რთული ვითარება იყო ბათუმში. ოსმალეთის წარმომადგენლები უკვე ბათუმში იდგნენ. ყველას, ვისაც ქვეყნის მომავალი აფიქრებდა, საქართველოს დამოუკიდებლობამდე მიყვანასთან ერთად, ბათუმზეც უნდა ეფიქრა. ბათუმი, როგორც უმნიშვნელოვანესი ქალაქი და პორტი შავი ზღვის სანაპიროზე, ქვეყნის მთავარი გასაღები იყო ევროპისკენ.

მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა. ქართული პრესა სავსე იყო ყოველდღიური ამბებით, რომელთა შორის მუდმივად იყო ბათუმი. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რვა დღე რჩებოდა, თუმცა ბათუმის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ბევრად დიდი დრო და ბრძოლა იყო კიდევ საჭირო.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.