X

სხვა

რუსეთის გეოსტრატეგიული აქტივობები აღმოსავლეთ ევროპაში

2020 / 09 / 14

რონდელის ფონდმა ახალი კვლევა, „რუსეთის გეოსტრატეგიული აქტივობები აღმოსავლეთ ევროპაში“ გამოაქვეყნა.

კვლევა ჩაატარეს რონდელის ფონდის (საქართველო), აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (ლიეტუვა), საგარეო პოლიტიკის საბჭოს „უკრაინული პრიზმის“ (უკრაინა), და ვარშავის ინსტიტუტის (პოლონეთი) მკვლევრებმა. ნაშრომი ეძღვნება რუსეთის გეოსტრატეგიულ აქტივობებს ბელარუსში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, პოლონეთში, საქართველოსა და უკრაინაში.

კვლევაში წარმოდგენილია აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში რუსეთის სისტემური პოლიტიკური გავლენის, ძირგამომთხრელი, სამხედრო, დიპლომატიური ქმედებებისა, და ეკონომიკური გავლენის ერთობლიობა.

პროექტი დაფინანსებულია შავი ზღვის ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/გერმანიის მარშალის ფონდის (Black Sea Trust for Regional Cooperation/German Marshal Fund) მიერ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.