X

სხვა

ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

2022 / 01 / 24

ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები უკვე ცნობილია.

ერეკლე გოზალიშვილი  არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. ერეკლე ერასმუს+ გაცვლითი პროგრამით  სწავლობდა ნორვეგიასა და  ლიეტუვაში. ამასთანავე, იგი გახლავთ FLEX-ის გამარჯვებული, რომლის ფარგლებშიც მან ერთი აკადემიური წელი ამერიკაში გაატარა.

ერეკლე მუშაობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში აღმასრულებელ ასისტენტად.გარდა ამისა, ის არის გრძელვადიანი, არჩევნების დამკვირვებელი და ტრენერი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED).

ნიკა ხომერიკი  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია, სადაც ჩარიცხულთა შორის რეიტინგით პირველ ადგილზე მოხვდა. სამოქალაქო ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ, ნიკა ასევე მონაწილეობდა ჰედინგტონის საზაფხულო სკოლაში, ოქსფორდში.

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა“ და „შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის“ ინიციატივით ნიკა გახდა ლიბერალური პოლიტიკური ფილოსოფიის ისტორიის შესახებ პოდკასტის ერთ-ერთი შემქმნელი და ჰოსტი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.