X

სხვა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლვევის ფონდი მე-19 ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ანალიტიკურ ცენტრებს შორის

2013 / 01 / 24

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლვევის ფონდის მმართველი გუნდი და თანამშრომლები სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კლვევის ფონდმა დაიკავა მე-19 ადგილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკურ კვლევით ცენტრებს შორის (ანგარიშის 53-ე გვერდი).

მსოფლიოს ყველა რეგიონის ანალიტიკური ცენტრებისა და ექსპერტების ძალისხმევით პენსილვანიის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ანალიტიკური ცენტრების რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბით. 

ქვემოთ წარმოდგენილია ის 1950 ექსპერტი და ორგანიზაცია/დაწესებულება, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 2012 წლის გამოკითხვაში:

-  ყველა ტიპის რეგიონული და ფუნქციურ კლვლევითი კატეგორიის 793 ექსპერტი;

- ანალიტიკურ ცენტრებსა და პოლიტიკასა თუ სამოქალაქო საზოგადოებაში  მოღვაწე 150 ჟურნალისტი და მკვლევარი.  

- ანალიტიკური ცენტრების პროგრამებისა და ქსელების  55 ყოფილი და მოქმედი დირექტორი;

- 40 სახელმწიფო და კერძო დონორი;

- ასობით ანალიტიკური ცენტრი; 

-  25-30 საჯარო სტრუქტურათაშორისო ორგანიზაცია;

- -120 აკადემიური დაწესებულება.

2012 წლის ანგარიშის მიხედვით აღსანიშნავია რეიტინგის მზარდი მასშტაბები, ანუ: 

- პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო 6,603 ანალიტიკური ცენტრი 182  ქვეყნიდან;

- ნომინაციებისა და რანგირების პროცესში მონაწილეობა მიიღო  1,100 ზე მეტმა ინდივიდმა 120 ქვეყნიდან;

- ანალიტიკური ცენტრები დასახელებული და შემდეგ შეფასებული იყო 38 კატეგორიაში, 

-  სულ დასახელდა  1647 ანალიტიკური ცენტრი;

- 38 კატეგორიის მიხედვით მიღებული იქნა 57,000 მდე ნომინაცია;

- 171 ანალიტიკური ცენტრი დასახელდა მსოფლიოს მოწინავე ცენტრებად. 

ანგარიშის სრულად გასაცნობად იხ.: http://www.gotothinktank.com 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.