X

სხვა

რონდელის ფონდსა და საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი

2018 / 02 / 28

2018 წლის 28 თებერვალს რონდელის ფონდსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოაწერეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ ითვალისწინებს მხარეებს შორის ერთობლივი ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბადრიძე. 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.