X

სხვა

გერმანული მარშალის ფონდის სასწავლო ვიზიტი

2018 / 10 / 30

2018 წლის 25-29 ოქტომბერს რონდელის ფონდმა და აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდმა (Black Sea Trust for Regional Cooperation/German Marshall Fund, US) ორგანიზება გაუწიეს ევროპელი, ამერიკელი და კანადელი სახელმწიფო მოხელეებისგან, ექსპერტებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის სასწავლო ვიზიტს საქართველოში, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.

წინასაარჩევნო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოების მდგომარეობას, ასევე,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ რეფორმებს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ობიექტურად გადაწყვეტას და  საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სათანადოდ წარმოჩენას.

საქართველოში ყოფნისას დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ მთავრობისა და  პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატებს, წმ. სინოდის მაღალი წოდების სასულიერო პირებს, კვლევითი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.