X

პრეზენტაციები

რეგიონული რესურსცენტრის გახსნა სამცხე-ჯავახეთში

2009 / 06 / 17

2009 წლის 17 ივნისს ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთში გაიხსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონული რესურსცენტრი.

რეგიონული რესურსცენტრი იმუშავებს პროგრამის ფარგლებში „ეთნიკურ უმცირესობათა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ფინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია  დემოკრატიული მმართველობის განვითარების გზით ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

რესურს ცენტრის გახსნის  ცერემონიას დაესწრნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება გააშუქეს რეგიონულმა და ცენტრალურმა სატელევიზიო არხებმა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.