X

პრეზენტაციები

წიგნის “2008 წლის აგვისტოს ქვემეხები: რუსეთის ომი საქართველოში“ პრეზენტაცია

2009 / 08 / 05

2009 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში შედგა ახალი წიგნის - “2008 წლის აგვისტოს ქვემეხები: რუსეთის ომი საქართველოში” პრეზენტაცია.

წიგნი 10 ექსპერტის შრომის შედეგია, რომელთა შორისაც არიან ამერიკელი, ევროპელი, რუსი და ქართველი მკვლევარები. წიგნი გამოიცა სვანტე კორნელისა და ფრედერიკ სტარის რედაქტორობით. ნაშრომი არა მხოლოდ ასახავს აგვისტოს ომის მოვლენებს, არამედ მასში მოცემულია ავტორთა ანალიზი და შეფასებები. აგვისტოს მოვლენების სრულფასოვნად ასახვისთვის წიგნში შესულია საქართველოს რუქები, ფოტოები და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური დოკუმენტები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რონდელმა გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ წიგნის რედაქტორი, პროფესორი სვანტე კორნელი (შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის და აბრეშუმის გზის კვლევის პროგრამის დირექტორი) და ავტორები, მამუკა გორდაძე (სტამბულია ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის მკვლევარი) და დეივიდ სმიტი (უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი). პრეზენტაცია დასრულდა საინტერესო დისკუსიით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.