X

პრეზენტაციები

კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

2016 / 07 / 29

2016 წლის 29 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა კვლევის - უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა საქართველოში შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვით გამოვიდა პროექტის კოორდინატორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ კაკულია.

შუალედური ანგარიში წარმოადგინა პროექტის უფროსმა მკვლევარმა ნოდარ კაპანაძემ.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა განხილვა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები და შესაბამის თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები.

კვლევას აფინანსებს ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.