X

პრეზენტაციები

წიგნის "აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმოხილვა" პრეზენტაცია

2016 / 04 / 21

2016 წლის 21 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა წიგნის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმოხილვა, ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან - მიღწევები და წარუმატებლობები“ - პრეზენტაციას. წიგნი შეიქმნა ფრიდრიხებერტის ფონდისა და სტეფან ბატორის ფონდის მხარდაჭერით.

ექსპერტებმა პოლონეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან წარმოადგინეს საკუთარ ქვეყნებში საშინაო პოლიტიკისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივების ანალიზი.

დისკუსიისას წამოჭრილ საკითხებზე კომენტარები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ელჩმა იანოსჰერმანმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.