X

პრეზენტაციები

პოლიტიკის დოკუმენტების საჯარო განხილვა

2018 / 06 / 11

2018 წლის 8 და 11 ივნისს რონდელის ფონდში სასწავლო პროგრამის -,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში გაიმართა მონაწილეების დაწერილი პოლიტიკის დოკუმენტების საჯარო განხილვა.

ღონისძიებაზე სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა წარმოადგინეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე შემუშავებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები.

პროგრამა ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში”  მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში. პროექტი ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში.

პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.