X

დასრულებული პროექტები

თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში

2020 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის ივნისიდან რონდელის ფონდში მიმდინარეობდა 8-თვიანი პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში“.

პროექტი მიზნად ისახავდა პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების (14-18 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

პროექტის დახმარებით ადგილობრივი ახალგაზრდები უკეთ გაერკვნენ ქვეყანასა და საკუთარ მხარეში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, გაიუმჯობესეს ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარი, რათა სამომავლოდ შეძლონ აქტიურად ჩაერთონ საკუთარი თემების ცხოვრებაში და წინ აღუდგნენ ნებისმიერ დეზინფორმაციასა და მავნე გავლენას. 

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობას. ჩატარდება ლექცია-დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, სახელმწიფო მოწყობა და საჯარო პოლიტიკა, სამოქალაქო აქტივიზმი და მედიაწიგნიერება. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მონაწილეთა შორის რონდელის ფონდის მიერ გამოცემული ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ დარიგება, ამ ჟურნალების საფუძველზე ვიქტორინების ჩატარება, საუკეთესო მკითხველების გამოვლენა, მათი დაჯილდოება და ექსკურსიებზე ჩამოყვანა თბილისში. პროექტი განხორციელდება სკოლების მასწავლებლებთან და ადგილობრივ თანამდებობის პირებთან თუ ავტორიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტი განხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.