X

დასრულებული პროექტები

ტრენინგი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - DCFTA-ს საკითხებში

პროექტის “ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე” მიზნად ისახავდა მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს  ცოდნა გაეღრმავებინათ შეთანხმების შესრულების, მისი მონიტორინგის და გავრცელების შესახებ.    

ხუთი თვის განმავლობაში სასწავლო ტრენინგი ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, თელავში, გორში, ახალქალაქში, მარნეულსა და ბათუმში. ტრენინგები განკუთვნილი იყო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ ეკონომიკის, ბიზნესის, კლიმატის ცვლილების, ვაჭრობის და გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის (ადგილობრივი მთავრობა და მუნიციპალიტეტები).

პროგრამა რონდელის ფონდმა USAID / ”მმართველობა განვითარებისთვის“ საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 

 იხილეთ ვიდეო ლექციების სრული ჩამონათვალი:

  •  ევროპული ინტეგრაციის მოდელები - კახა გოგოლაშვილი:https://goo.gl/X8BCyV
  •  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ზოგადი მიმოხილვა - კახა გოგოლაშვილი:https://goo.gl/Mbgj4J
  •  DCFTA: ზოგადი მიმოხილვა - კახა გოგოლაშვილი:https://goo.gl/pi8Vqu
  •  ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში - კახა გოგოლაშვილი:https://goo.gl/7XP2Pf
  •  სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები - თამარ ლაბარტყავა:https://goo.gl/Be6Fjz
  •  მომსახურებითი ვაჭრობა - კახა გოგოლაშვილი: https://goo.gl/VeHbXa
  •  ბიზნესის დაფუძნება - კახა გოგოლაშვილი: https://goo.gl/QL1q5p
  •  ელექტრონული კომერცია - ციური ნოზაძე: https://goo.gl/obV4mP
  •  სატრანსპორტო მომსახურება - ეკატერინე ლალიაშვილი:https://goo.gl/7PcpY3
  •  ინტელექტუალური საკუთრების უფლებები - სოფო ფანჯიკიძე:https://goo.gl/AZfSvN
  •  ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში - მურმან მარგველაშვილი: https://goo.gl/3HEsku
  •  ვაჭრობა და მდგრადი განვითარება - მანანა ქოჩლაძე:https://goo.gl/ezo119
  •  საჯარო შესყიდვები - გიორგი ლომთაძე: https://goo.gl/F4mcdH
  •  კონკურენცია - ნათია კუტივაძე: https://goo.gl/fie1XM

ელექტრონული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აქ

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.