მიმდინარე პროექტები

რუსეთის შეიარაღებული ძალები: ინტერაქტიული რუკა

რონდელის ფონდი გთავაზობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარულად განახლებად ინტერაქტიულ რუკას

ავტორი: დავით ბატაშვილი

გამოქვეყნდა 2018 წლის 7 აგვისტოს

ინტერაქტიულ რუკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს:

ინტერაქტიულ რუკაზე ასახულია შემდეგი რუსული სამხედრო ძალები:

  • სახმელეთო სამანევრო და საარტილერიო ძალები;
  • საავიაციო ბაზები;
  • საზღვაო ფლოტის ბაზები;
  • ს-300 და ს-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ასევე სხვა ჰაერსაწინააღმდეგო ძალები რომლებიც არ შედიან სახმელეთო სამანევრო შენაერთების შემადგენლობაში;
  • რუსული სამხედრო ბაზები რუსეთის საზღვრების გარეთ, მათ შორის ისეთი რომელიც არ შედის არცერთ ზემოჩამოთვლილ კატეგორიაში.

რუკაზე არ არის დატანილი სახმელეთო ძალები რომლებსაც არა აქვს პირდაპირი საბრძოლო სამანევრო ან საარტილერიო როლი. ასევე არ არის დატანილი ბირთვული ძალების სახმელეთო კომპონენტი და ეროვნული გვარდია.

რუკაზე შესვლისას მომხმარებლები მას ხედავენ რეჟიმში "მიმოხილვა", სადაც ნაჩვენებია რუსული სახმელეთო და საჰაერო არმიების, კორპუსების, ფლოტების და სამხედრო ოლქების შტაბები, ასევე ის სახელმწიფოები სადაც განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები. როდესაც მომხმარებელი აჭერს "მიმოხილვის" რეჟიმში ნაჩვენებ რომელიმე მარკერს, ან უბრალოდ მაუსით ცვლის რუკის მასშტაბს ("ზუმს"), რუკა გადადის "ყველა ობიექტის" რეჟიმში და ჩნდება ყველა დატანილი რუსული სამხედრო ნაწილი.

მენიუში შეტანილი ღილაკების მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია "მიმოხილვის" და "ყველა ობიექტის" რეჟიმებს შორის გადართვა.

რუკაზე დატანილი სხვადასხვა კატეგორიის მარკერები (რუსული სამხედრო ნაწილები) დაყოფილია ფენებად, რომელიც "ყველა ობიექტის" რეჟიმში ჩანს. ფენების ჩართვა და გათიშვა შესაძლებელია რუკის მენიუში. ფენებად დაყოფის პრინციპი არის სამხედრო ნაწილების ფუნქცია და არა მათი ადმინისტრაციული კუთვნილება. მაგალითად, ფლოტებში შემავალი სახმელეთო ნაწილები შეყვანილია სახმელეთო ძალების ფენაში, ხოლო საზღვაო ძალების ფენაში შედის მხოლოდ საზღვაო ბაზები.

რუკაზე გამოყენებულია MIL-STD-2525D სტანდარტის სამხედრო სიმბოლოები. რუკაზე გამოყენებული სხვადასხვა ტიპის სიმბოლოს მნიშვნელობა განმარტებულია რუკის მენიუში.

რუკაზე დატანილ ნებისმიერ მარკერთან მაუსის მიტანის შედეგად ჩნდება მოცემული სამხედრო ნაწილის დასახელება. მარკერზე დაჭერით კი შესაძლებელია ამ ნაწილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა. 

რუკა შექმნილია ღია წყაროების საფუძველზე. ძირითადი წყაროა ვებსაიტი http://www.milkavkaz.com/. სხვა წყაროების გამოყენებისას, ისინი მითითებულია რუკის შესაბამისი მარკერების ინფორმაციაში.

ამჟამად რუკა ინგლისურენოვანია. მომავალში იგეგმება რუკის ქართული ვერსიის შექმნაც.

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.