X

დასრულებული პროექტები

სამოქალაქო საზოგადოების ლიდერობის ქსელი

პროექტის მიზანს წარმოადგენდა აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებების გაძლიერება და მათი ქვეყნებისა თუ მთლიანად  რეგიონის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პრობლემებში უფრო აქტიურად ჩართვა. პროექტის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა: აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარების გაძლიერება; მათთვის ევროპული დემოკრატიული პროცესებისა და ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მათ ქვეყნებში ევროპის საბჭოს სტანდარტების დამკვიდრება და გამოყენება  ადგილობრივ მთავრობებთან ურთიერთობაში,შავი ზღვის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავშირება კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, როგორც პროექტის ერთ-ერთმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, ლიდერების ქსელში მონაწილეობის მისაღებად შეარჩია 24 კვალიფიცირებული პირი  (წელიწადში 12  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენელი) და ორგანიზება გაუკეთა ორ სამდღიან სემინარს.  

პროექტის მეშვეობით ჩამოყალიბებულ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების ქსელში შედის 120-მდე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღმოსავლეთი ევროპისა და სამხრეთ კავკასიიდან. ისინი ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას და თანამშრომლობენ რეგიონულ დონეზე.   

პროექტი ”სამოქალაქო საზოგადოების ლიდერობის  ქსელი” განხორციელდა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.