X

დასრულებული პროექტები

სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებში: რეალური საქმიანობა ეფექტური ჩართულობის მეშვეობით

პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებში: რეალური საქმიანობა ეფექტური ჩართულობის მეშვეობით”

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) ჩაატარა ერთდღიანი ღონისძიება - ინტერაქტიული ტრენინგი, რომელიც ემსახურებოდა ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის უკეთესი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფას. ტრენინგი წარმოადგენდა საერთაშორისო ფონდ International Visegrad Fund-ის  მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესებში: რეალური საქმიანობა ეფექტური ჩართულობის მეშვეობით” შემადგენელ ნაწილს. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეწყობას, რაც შესაძლებელი იყო Visegrad-ის ჯგუფში შემავალი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღებული უნიკალური ცოდნა-გამოცდილების (know-how) გაცნობის მეშვეობით. ამისათვის, ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერტობების კვლევის ფონდმა შესთავაზა  ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ექსპერტებს,  მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებს - მაგისტრებსა და ბაკალავრებს მონაწილეობა მიეღოთ ერთდღიან ინტერაქტიულ ტრენინგში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.