2018 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული რუსული სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, ეს პროცესი 2018 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს. რუსეთის სამხედრო ძალების მიმდინარე ტრანსფორმირების მთლიანი სურათი და არსებული სამხედრო-პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ძალების ზრდის მთავარი სამიზნე უკრაინაა. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც.
კავკასიაში განლაგებული რუსული სამხედრო ძალები ისედაც ბევრად აღემატება საქართველოს დღევანდელ თავდაცვით პოტენციალს. ამ ძალთა მოსალოდნელი დამატებითი ზრდა კიდევ უფრო შეცვლის სამხედრო ბალანსს საქართველოს წინააღმდეგ. ეს ვითარება საჭიროებს შესაბამის რეაგირებას ქართული სახელმწიფოს მხრიდან, მისი თავდაცვის პოლიტიკის კორექტირების თვალსაზრისით.
არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამგვარი რეაგირება, თანმიმდევრული და საკმარისი სახით, ქართული სახელმწიფოსგან არ ყოფილა. საქართველოს უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ეს მდგომარეობა შეიცვალოს და ქვეყანა დროულად გადავიდეს მის წინაშე არსებული საფრთხეების და თანამედროვე რთული საერთაშორისო ვითარების ადეკვატურ თავდაცვის მოდელზე.
კავკასიაში ამჟამად არსებული რუსული სახმელეთო სამხედრო ძალები
საქართველოს ტერიტორიის სიახლოვეს და ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებულია შემდეგი რუსული სახმელეთო სამანევრო და საარტილერიო ძალები:
ს-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა ჯამში, რუსული სახმელეთო სამანევრო და საარტილერიო ძალებიდან კავკასიაში მუდმივად განლაგებულია: ერთი მექანიზებული და ერთი სადესანტო- მოიერიშე დივიზია, ექვსი მექანიზებული ბრიგადა, ერთი სამთო მექანიზებული ბრიგადა, ორი სპეცდანიშნულების ბრიგადა და ერთი სპეცდანიშნულების პოლკი, მე- 100 ბრიგადაში შემავალი ერთი სადაზვერვო ბატალიონი, ორი სარაკეტო ბრიგადა (შეიარაღებაში „ისკანდერ-მ“), ორი საარტილერიო ბრიგადა და ერთი ცეცხლმტყორცნი ბატალიონი. ამას ასევე უნდა დავუმატოთ შავი ზღვის ფლოტის და კასპიის ფლოტილიის საზღვაო ქვეითების ძალები, ერთი ბრიგადის და ორი ცალკეული ბატალიონის შემადგენლობით. ასევე, როსტოვის ოლქში განლაგებული 22-ე სპეცდანიშნულების ბრიგადა, რომელიც, მე-10 სპეცდანიშნულების ბრიგადასთან ერთად, იყო ერთ-ერთი გარდა ამისა, 2008 წლის ომის და, მოგვიანებით, უკრაინაში რუსული აგრესიის გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსული სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში მოსალოდნელია რუსეთის ევროპულ ნაწილში განლაგებული ВДВ-ში შემავალი ძალების აქტიური გამოყენებაც. ასეთი ძალები, გარდა ზემოთ ნახსენები მე-7 დივიზიისა, ასევე მოიცავენ რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში განლაგებულ სამ დივიზიას და სამ ბრიგადას. კავკასიაში ომის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია რუსეთის სხვა რეგიონებში განლაგებული ზოგი სპეცდანიშნულების, მექანიზებული ან სხვა ტიპის შენაერთის ამ რეგიონში გაგზავნა.
კავკასიაში რუსული სამხედრო ძალების ზრდა კავკასიაში განლაგებული ზემოთ ჩამოთვლილი ფორმირებებიდან ზოგი შეიქმნა ან გარდაიქმნა ბოლო წლებში, ამ რეგიონში რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების პროცესში. 2011-2012 წლებში ჩამოყალიბდა 25-ე სპეცდანიშნულების პოლკი. 2012 წელს ჩამოყალიბდა 346-ე სპეცდანიშნულების ბრიგადა. 2013 წელს კრასნოდარის მხარეში მდებარე 1-ლი სარაკეტო ბრიგადა გადაიარაღდა და აღიჭურვა „ისკანდერ-მ“-ის ტიპის კომპლექსებით. 2015 წელს მოზდოკში შეიქმნა სრულიად ახალი მე-12 სარაკეტო ბრიგადა, რომელიც ასევე შეიარაღებულია „ისკანდერებით“. 2016 წელს ჩეჩნეთში განლაგებული მექანიზებული ბრიგადები გაერთიანდა ერთ შენაერთში - 42-ე დივიზიაში. 2016 წელს ნოვოროსიისკის მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიაში შეიქმნა სატანკო ასეული. 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილია ამ ასეულის სატანკო ბატალიონად გარდაქმნა. 2016-2017 წლებში ადიღეში განლაგებული 943-ე რეაქტიული საარტილერიო პოლკის ბაზაზე ჩამოყალიბდა უფრო მძლავრი შენაერთი - 227-ე საარტილერიო ბრიგადა8. 2016-2017 წლებში შექმნილი 227-ე საარტილერიო ბრიგადის ოფიცერი სწავლების დროს
2017 წლისთვის კავკასიაში შეიქმნა ორი სპეცდანიშნულების სადაზვერვო ასეული, რომელთა ფუნქციაა მოწინააღმდეგის ზურგში სამიზნეების დაფიქსირება „ისკანდერებსა“ და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის. აღსანიშნავია, რომ, მართალია, ამ ტიპის ასეულების შექმნა იგეგმება რუსეთის სხვა ოლქებშიც, პირველად ისინი სწორედ სამხრეთის სამხედრო ოლქში ჩამოყალიბდა. კავკასიაში რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების პროცესი არ შემოიფარგლება ზემოჩამოთვლილით - მისი გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. ღია წყაროების ინფორმაციის მიხედვით, დაგეგმილია კრასნოდარის მხარის ქალაქ კორენოვსკში კიდევ ერთი სადაზვერვო ბრიგადის ჩამოყალიბება 10 . მოზდოკში მდებარე მე-100 სადაზვერვო ბრიგადის შემდეგ ეს გახდება ამ ტიპის მეორე შენაერთი კავკასიაში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილების შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა11 2018 წლის თებერვალში, გაზეთ „იზვესტიას“ საშუალებით. როგორც გაზეთის წარმომადგენლებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 2018 წლის ბოლოს დაგეგმილია ვლადიკავკაზის მე-19 და ბუინაკსკის
რუსული ძალების ზრდის სტრატეგიული კონტექსტი კავკასიაში რუსული სამხედრო პოტენციალის გაძლიერება განსახილველია რუსეთში მიმდინარე უფრო ფართო სამხედრო ტრანსფორმირების კონტექსტში. 42-ე დივიზიის ჩამოყალიბება და აღმოსავლეთ კავკასიაში განლაგებული ორი ბრიგადის დივიზიებად გარდაქმნის გეგმები უფრო ფართო პროცესის ნაწილია. კავკასიის გარდა, 2013-2017 წლებში რუსეთმა ქვეყნის ევროპული ნაწილის სხვა რეგიონებში ექვსი სხვა დივიზიაც ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთში მიიჩნევენ, რომ დივიზიები უკეთ არის მორგებული ფართომასშტაბიანი ფრონტალური სამხედრო მოქმედებებისთვის, ვიდრე მხოლოდ ბრიგადებზე აგებული სახმელეთო ძალების სტრუქტურა. ხსენებული ექვსი დივიზიიდან ორი - მე-2 მექანიზებული და მე-4 სატანკო - შეიქმნა 2013 წელს და განლაგებულია მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით. დანარჩენები ჩამოყალიბდა 2016-2017 წლებში. მათგან ერთი, 90-ე სატანკო დივიზია, შეიქმნა ურალის რეგიონში, ხოლო სამი - მე-3, 144-ე და 150-ე მექანიზებული დივიზიები - ჩამოყალიბდა უკრაინის საზღვართან. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2016 წლამდე რუსეთს უკრაინის საზღვარზე საერთოდ არ ჰყოლია მუდმივად ბაზირებული სამანევრო ძალები. ამ საზღვარზე მთელი სამი ახალი დივიზიის შექმნა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში სერიოზულად განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიული მოქმედებების შესაძლებლობას. არსებობს დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალების მონაწილეობის დამადასტურებელი უამრავი მონაცემი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ეს ასევე ეხება კავკასიაში განლაგებულ რუსულ სამხედრო ძალებსაც. მოსალოდნელია, რომ კავკასიაში არსებული შენაერთები მიიღებენ მონაწილეობას ნებისმიერ ახალ რუსულ აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ. ამჟამად სწორედ უკრაინის „ურჩობაა“ ყველაზე სერიოზულ პრობლემა რუსული იმპერიული ამბიციებისთვის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ამასთან, დონბასში კვლავაც მიმდინარეობს ომი, ყოველდღიური შეტაკებების თანხლებით. რაც მთავარია, უკრაინას დღეისთვის აქვს დიდი თავდაცვითი პოტენციალი, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის სხვა პოტენციურ მსხვერპლზე - საქართველოზე. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, უკრაინა, დღევანდელი მდგომარეობით, შეძლებდა აგრესიისთვის ძალიან სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სწორედ უკრაინაა რუსეთში მიმდინარე სამხედრო ტრანსფორმირების, მათ შორის კავკასიაში სამხედრო ძალების ზრდის, მთავარი პოტენციური სამიზნე. ამის მიუხედავად, კავკასიაში რუსული ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება საქართველოსთვისაც სახიფათოა.
რუსული სამხედრო საფრთხე საქართველოსთვის რუსეთი თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის შერყევას და მის მოქცევას რუსული გავლენის სფეროში. დღევანდელი რუსეთის გეოსტრატეგიული მიზნები შეუთავსებელია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან. აქედან გამომდინარე, რუსული სამხედრო ძალა საქართველოსთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებული რუსული ძალების არსებობა იმას ნიშნავს, რომ აგრესიის შემთხვევაში რუსებს შეუძლიათ სწრაფად შეუტიონ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეს და მის ძირითად ქალაქებს. ამ ძალების მეშვეობით რუსეთს გადალახული აქვს გეოგრაფიული ბარიერი კავკასიონის ქედის სახით. მართალია, ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული ორი რუსული ბრიგადა არასაკმარისია ქართული შეიარაღებული ძალების დასამარცხებლად, მაგრამ ეს ორი ბრიგადა წარმოადგენს პლაცდარმს კავკასიონის აქეთ და რუსებს საშუალებას აძლევს ამ პლაცდარმებზე სწრაფად გადაისროლონ მსხვილი ძალები ჩრდილოეთიდან. ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული მე-7 ბაზის სამხედროები სწავლების დროს
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ინტენსიურად ზრუნავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული ძალების მაღალ საბრძოლო მზადყოფნაზე. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ტარდება ხშირი წვრთნები, პერიოდულად ხდება შეიარაღების განახლება და ვითარდება სამხედრო ინფრასტრუქტურა. საქართველოს რეგულარული სამანევრო და საარტილერიო სამხედრო ძალები დღეს შედგება ოთხი ქვეითი და ორი საარტილერიო ბრიგადისგან, რასაც ემატება
2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ქართულ სახელმწიფოს საკმარისად არ უზრუნია. მართალია, სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის შემთხვევაში საქართველო მარტო ვერ მოახერხებს რუსეთის დამარცხებას, მაგრამ ქართულ შეიარაღებულ ძალებს აქვთ პოტენციურად სრულიად რეალისტური მიზანი, რომლის მიღწევითაც შესაძლებელია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის საკმარისად სერიოზული და ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა, რათა საქართველოს უცხოელ პარტნიორებს ჰქონდეთ დრო, რომ შეაჩერონ რუსული აგრესია. სწორედ ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. შესაძლოა, ახალი აგრესიის შემთხვევაში რუსეთს თავისი მიზნების მისაღწევად უფრო მეტი დრო ჰქონდეს, ვიდრე 2008 წელს, მაგრამ ეს დრო ნებისმიერ შემთხვევაში შეზღუდული იქნება. საქართველოს დავალება ამგვარ პირობებში იქნება, რომ ამ შეზღუდულ დროში არ დაუშვას რუსეთმა მიაღწიოს თავის სამხედრო-პოლიტიკური მიზნებს. ქართველი ჯარისკაცები
არის სერიოზული საფრთხე, რომ დღევანდელი სამხედრო პოტენციალით საქართველო ამ დავალებას ვერ შეასრულებს. ეს არის მიუღებელი მდგომარეობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სუვერენიტეტის დაკარგვის მუდმივი საფრთხის წინაშე აყენებს. აუცილებელია ამ მდგომარეობის გამოსწორება. შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო საქართველოს დღეს არ შეუძლია ჰყავდეს იმაზე ბევრად უფრო დიდი მუდმივი ჯარი, ვიდრე ამჟამად ჰყავს. სამაგიეროდ, სრულიად შესაძლებელია მისი თავდაცვითი პოტენციალის გაუმჯობესება სწორად ორგანიზებული სარეზერვო სისტემის მეშვებოით. ამის რესურსი საქართველოს აქვს. გარე აგრესიის შემთხვევაში, ასეთი სისტემა იძლევა სწრაფი და ორგანიზებული მობილიზაციის ჩატარების შესაძლებლობას. ამის შედეგად, მუდმივ პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს ომის დროს ემატება დამატებითი რესურსი, რაც მნიშვნელოვნად ურთულებს აგრესორს თავისი მიზნების მიღწევას. რიგ სხვა მცირე სახელმწიფოებში მოქმედებს მცირერიცხოვანი მუდმივი ჯარის და კარგად ორგანიზებული რეზერვის კომბინირების სისტემა. მისი შემოღება სჭირდება საქართველოსაც. წინა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალები. ამავე დროს, მას არ შეუქმნია ქმედითუნარიანი რეზერვი, მათ შორის, 2008 წლის ომის შემდეგაც, როდესაც ცხადი გახდა ორი რამ: 1) საქართველოს ჯარის მთავარი ამოცანა არის შესაძლო რუსულ აგრესიასთან ბრძოლა და არა საექსპედიციო ან მცირე მასშტაბის ოპერაციები, რისთვისაც საკმარისი იქნებოდა „მცირე და მობილური“ შეიარაღებული ძალები; 2) მხოლოდ მცირერიცხოვან რეგულარულ ჯარს არ ძალუძს საკმარისად სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მასშტაბური რუსული თავდასხმის დროს. სწორად ორგანიზებული რეზერვის არშექმნა წინა ხელისუფლების მნიშვნელოვან შეცდომად უნდა მივიჩნიოთ. მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა არც 2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ჯამში, 2008 წლის აგრესიის შემდგომი ათი წლის მანძილზე ქართულმა სახელმწიფომ არ გადადგა მისი სამხედრო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აუცილებელი და ამავე დროს რეალისტური და ხელმისაწვდომი ნაბიჯები. ბოლო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ტოტალური თავდაცვის მიდგომის შემოღებაზე, რისი ნაწილიც გახდა რეზერვის ახალი პროექტი. ეს მისასალმებელია და, განხორციელების შემთხვევაში, გააძლიერებს საქართველოს თავდაცვით პოტენციალს, თუმცა არსებული გეგმებით რეზერვის ჩამოყალიბება ძალზე ნელი ტემპით მოხდება. ასე, 2018 წელს დაგეგმილია მხოლოდ 260 რეზერვისტის მომზადება. ათი დაკარგული წლის შემდეგ და ამჟამინდელ დინამიკურ და სახიფათო საერთაშორისო ვითარებაში საჭიროა უფრო ინტენსიური ძალისხმევა, რათა საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს ომის დროს მობილიზაციის უნარი. სარეზერვო სისტემის შექმნის რამდენიმე წელიწადზე გაწელვა კიდევ ერთი შეცდომა იქნებოდა. ამასთან, რეზერვის შექმნა არ უნდა იყოს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა. საჭიროა, რომ პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების აქტიური ნაწილის მხრიდან არსებობდეს თავდაცვის სისტემის გაუმჯობესების და რეზერვის სწრაფად ჩამოყალიბების მკაფიოდ და ხშირად არტიკულირებული დაკვეთა. დღემდე დაშვებული შეცდომები ეკუთვნის არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, არამედ საზოგადოებასაც, რომელიც არასაკმარისად ინტერესდება საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის საკითხით. ამ ვითარების შეცვლა იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების საწინდარი.
საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.
|