X

უსაფრთხოების მიმოხილვა

უსაფრთხოების მიმოხილვა: რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, ზურაბ ბატიაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი სურმავა

მიმდინარე წლის გაზაფხულზე მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის საზღვრისაკენ იყო მიმართული. რუსეთმა მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უკრაინის საზღვრებთან, ყირიმსა და შავ ზღვაში მსხვილი სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საზღვრებთან 110 ათასი რუსი სამხედრო იყო თავმოყრილი. გაზრდილი სამხედრო საფრთხის შესახებ განაცხადა ნატომაც.

დაძაბული რამდენიმედღიანი მოლოდინის შემდეგ რუსეთმა ჯარების გაყვანა დაიწყო. დეესკალაცია რუსეთზე გაზრდილ საერთაშორისო ზეწოლას, მათ შორის, პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის სატელეფონო საუბარს მოჰყვა.

რისი მიღწევა უნდოდა პუტინს ამგვარი ესკალაციით და ზოგადად, რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე? როგორია მისი ზეგავლენა საქართველოზე? სწორედ ამ საკითხების ანალიზს ეძღვნება რონდელის ფონდის უსაფრთხოების მიმოხილვის წინამდებარე გამოშვება.

გიორგი ბილანიშვილი აანალიზებს მიმდინარე სამშვიდობო პროცესს და იმ ნაღმებს, რომლებიც მასში უკრაინული მხარისათვის დევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინსკი 1 და მინსკი 2 შეთანხმებებს უკრაინამ მძიმე სამხედრო დამარცხების შემდეგ მოაწერა ხელი.

თურქეთის როლი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ვითარების ძალზე საინტერესო ასპექტია, რომელზეც ზურაბ ბატიაშვილი მსჯელობს. რუსეთმა თურქეთს საჰაერო მიმოსვლაც კი შეუჩერა მას შემდეგ, რაც ჩათვალა, რომ ანკარა-კიევის სამხედრო თანამშრომლობა დასაშვებ მასშტაბებს გასცდა.

ალექსი პეტრიაშვილი მიმოიხილავს საქართველოსა და უკრაინის გზას ნატოსკენ და ამ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს. თუ გვიღებთ, მიგვიღეთ - ასეთი იყო პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდება რამდენიმე დღის წინ. ამისათვის ჯერ კორუფცია უნდა დაამარცხოთ - არ დააყოვნა პრეზიდენტ ბაიდენის პასუხმაც.

დაბოლოს, ჩვენი სამხედრო მიმომხილველი, გენერალი სურმავა აანალიზებს სამხედრო ვითარებას, მხარეების სტრატეგიასა და ტაქტიკას, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვან გაკვეთილებს შეიცავს.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.