რუსეთ-უკრაინის ომი უკვე მეხუთე თვეა მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა შეცვალა მსოფლიო და არა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით. „უსაფრთხოების მიმოხილვის“ წინამდებარე გამოცემაში შევეხებით სასურსათო, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ასპექტებს. დავით ნატროშვილი აანალიზებს რუსეთის მიერ სურსათის გამოყენებას ომის იარაღად და მიმოიხილავს კრემლის მიერ მარცვლეულის ბლოკადის დაწესების გავლენას მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებაზე. დავით შატაკიშვილი აღწერს ომის გავლენას საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ ცვლილებებზე, რომლებსაც საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს. მამუკა კომახია კი ომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს - ენერგეტიკულ ასპექტს ეხება და გვაცნობს ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ნავთობსა და გაზზე და ამისგან თავის დაღწევის შესაძლო სცენარებს. |