X

კონფერენციები და სემინარები

საერთაშორისო ვორკშოპი - ”რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის შესწავლა”

2010 / 09 / 14

2010 წლის 13-14 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ორ დღიან კონფერენციას თემაზე ”რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტის შესწავლა”. ქარტია გახლავთ უმცირესობათა უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კონვენციის ნაწილი და მისი რატიფიცირების შესახებ ვალდებულება საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო.  სემინარის მიზანი იყო ქარტიის რატიფიცირებისა და მისი განხორციელების ასპექტების შესახებ ინფორმაციისა და აზრთა ურთიერთგაცვლა ექსპერტებს, სახელმწიფო მოხელეებსა და მეცნიერებს შორის.      

სემინარი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს მიერ, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და უმცირესობათა საკითხებში ევროპული ცენტრის ხელშეწყობით. სემინარს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, საჯარო მოხელეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ძირითადი მოხსენებები ევროპის საბჭოს ექსპერტებმა წარმოადგინეს. სემინარის ერთ-ერთ სესიას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი დაესწრო.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.