X

კონფერენციები და სემინარები

კონფერენცია - „საჯარო ადმინისტრაციის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“

2008 / 03 / 28

2008 წლის 26-27 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, პროექტ „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ ფარგლებში, გაიმართა რეგიონული კონფერენცია - „საჯარო ადმინისტრაციის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“. ორდღიანი კონფერენციის სპონსორი იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი.

კონფერენციაზე ჩატარდა გახსნითი პლენარული და ოთხი სამუშაო სესია. სესიებმა მოიცვა ისეთი თემები როგორებიცაა: განათლება საჯარო მმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები; საჯარო მმართველობის სკოლებსა და საჯარო სამსახურის ურთიერთმიმართების საკითხები და ორი მხარის თანამშრომლობის დონე სამხრეთ კავკასიაში საჯარო მმართველობის რეფორმირებისას; ადამიანური რესურსების მართვის ურთიერთმიმართება სამხრეთ კავკასიაში საჯარო მმართველობის რეფორმასთან; რეგიონში პოლიტიკის ფორმირების პროცესი.

აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი წარმატებაა პროექტ „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელისთვის“, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი მართავს კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროსთან თანამშრომლობით და 2003 წლიდან აფინანსებს კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.