X

კონფერენციები და სემინარები

სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია “სამართლებრივი პრობლემები ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში”

2009 / 05 / 21

2009 წლის 21 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობით, გაიმართა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია: “სამართლებრივი პრობლემები ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში”. კონფერენციის მეცნიერ-ხელმძღვანელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ხარშილაძე. ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს რამდენიმე მოხსენება ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში დანახულ ხარვეზებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.