X

ლექციები და ტრენინგები

სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი

2019 / 11 / 26

2019 წლის 25 ნოემბერს რონდელის ფონდში დასრულდა სალექციო კურსი სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახალხო დიპლომატიის საკონსულტაციო კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ვივიენ უოკერი.   

ერთი კვირის განმავლობაში „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებსა და საჯარო პოლიტიკის“ მონაწილეებმა ისეთი საკითხები გაიარეს, როგორიცაა: სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვა, აუდიტორიის გადარწმუნების სტრატეგია, ქვეყნის ბრენდინგი და დეზინფორმაციის საწინააღმდეგო სტრატეგიული მიდგომები. კურსის დასასრულს მონაწილეებმა საბოლოო პროექტები წარადგინეს. პროექტების პრეზენტაციას  სხვებთან ერთად აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ოფიცერი ქეთრინ შვეიცერი დაესწრო.

ვივიენ უოკერი 26 წელი მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში; კითხულობდა ლექციებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ ომის ეროვნულ კოლეჯში (ვაშინგტონში) და არაბეთის გაერთიანებული ემირატების სტრატეგიისა და უსაფრთხოების შესახებ ეროვნული თავდაცვის კოლეჯში.  

სასწავლო პროგრამას ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.