X

ლექციები და ტრენინგები

სალექციო კურსი - კიბერდანაშაულის გამოძიება - ტექნიკური, სამართლებრივი და პროცედურული ასპექტები საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით

2021 / 02 / 05

22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით კიბერუსაფრთხოების და კიბერდანაშაულის გამოძიების სპეციალიზირებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სალექციო კურსი - "კიბერდანაშაულის გამოძიება - ტექნიკური, სამართლებრივი და პროცედურული ასპექტები საქართველოსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით".

კურსის ფარგლებში ინსტრუქტორმა განიხილა კიბერდანაშაულის გამოძიების სპეციფიკა, ძირითადად საქართველოს, ხოლო ნაწილობრივ აშშ–სა და ევროკავშირის ქვეყნების, საგამოძიებო პრაქტიკის ფარგლებში. პროგრამის მონაწილეებს საშუალება მიეცათ კონკრეტული ინსტრუქციების შესაბამისად, თავად გაეტესტათ ციფრული მტკიცებულებების ხელსაწყოთა საბაზისო ფუნქციები.

მოდულს უძღვებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მთავარი ინსტრუქტორი, აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს საერთაშორისო სამართალდამცავთა აკადემიის (ILEA) მოწვეული ლექტორი - გიორგი პირველი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.