X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთბები“ დასრულების ცერემონია

2005 / 12 / 26

2005 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა სასწავლო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთბები“ დასრულების ცერემონია. მოცემულ პროგრამაში მონაწილებდნენ ჟურნალისტები სხვადასხვა მედია საშუალებებიდან. ღონისძიების დროს კურსდამთავრებულებებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. პროგრამის ბოლო ეტაპზე სტუდენტებმა დაწერეს მცირე ესეები კურსის ფარგლებში განხილულ საკითხებზე, ცერემონიისას კი სამი გამორჩეული ნაშრომის ავტორი დამატებითი ჯილდოებით დასაჩუქრდა.

მოცემული სასწავლო პროგრამა განხორციელდა ფონდის შვიდთვიანი პროექტის ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერი იყო IREX-ი. პროექტის მიზანი იყო ქართველი ჟურნალისტების კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლება ეკონომიკის, საშინაო და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში. სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე თეორიები; პატარა სახელმწიფოების როლი საერთაშორისო პოლიტიკაში; ნაციონალიზმი და ეთნიკური კონფლიქტები; დასავლური ინსტიტუტები და საქართველოს მომავალი შესაძლებლობები ინტეგრაციის, ტრანზიციული ეკონომიკისა და გლობალიზაციის საკითხებში. მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტებს ურთიერთობა ჰქონდათ შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტებთან და შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სამუშაოებში, რომელიც მიზნად ისახავდა მათი კვლევითი და წერითი უნარ-ჩვევების დახვეწას. კურსების განრიგი მორგებული იყო მონაწილეების სამუშაო გრაფიკს და კლასები ტარდებოდა დილის საათებში.

ფონდი მომავალში კვლავ გეგმავს მოცემული პროექტის განხორციელებას, რათა მეტი ქართველი ჟურნალისტი ჩართოს სასწავლო პროგრამაში.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.