X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა ერაყსა და ავღანეთში“

2007 / 12 / 19

2007 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევის ევროპული ცენტრის წარმომადგენელს, პოლკოვნიკ ჯეიმს რ. ჰოუკროფტს. ჰოუკროფტი ცენტრთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევის კოლეჯში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თავმჯდომარეა. მას ახლდნენ კოლეგები: ვიცეპოლკოვნიკი ტოდ ბრაუნი, ვიცეპოლკოვნიკი ქრის ქავოლი და კაპიტანი შონ კაილი, რომლებმაც წაიკითხეს ლექცია ერაყსა და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობის შესახებ.

საჯარო ლექცია ჩატარდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთხებული შტატების საელჩო საქართველოში.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი მოხარულია, რომ თანამშრომლობს მარშალის ცენტრთან, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ემსახურება უფრო სტაბილური უსაფრთხოების მქონე გარემოს შექმნას.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.