X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო სემინარი: „როგორ დაიწყო ომი“

2008 / 10 / 09

2008 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა საჯარო სემინარი „როგორ დაიწყო ომი“. სემინარს უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე რონდელი. მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი, ელჩი დავიდ სმიტი.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დისკუსიაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: როგორ დაიწყო ომი, დამოუკიდებლობიდან დღემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, მოვლენები რომლებიც წინ უძღვოდა ომს, გლობალური გეოპოლიტიკური პერსპექტივები და სამომავლო შესაძლებლობები. დისკუსიის მთავარი თემა იყო ომის სტრატეგია: რა გაკეთდა ომის თავიდან ასარიდებლად და როგორი იყო სტრატეგია ომის პირველ დღეებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგებლები, უცხოელი დილპლომატები, ექსპერტები და სტუდენტები.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.